SSH Configuration
Task 4 — SSH Configuration
Bash commands¶
# SSH სერვერის ინსტალაცია და კონფიგურაცია
systemctl status ssh
sudo apt update
sudo apt install openssh-server
sudo systemctl enable ssh
sudo systemctl start ssh
SSH Key Authentication¶
მუშაობს "ბოქლომისა და გასაღების" პრინციპით: შენს კომპიუტერზე (Host) გაქვს Private Key (გასაღები), ხოლო სერვერზე აგდებ Public Key-ს (ბოქლომს).
MobaXterm SSH Key Generator¶
MobaXterm-ს მოყვება ხელსაწყო, რომელიც ამას აკეთებს.
გახსენი MobaXterm და მენიუში აირჩიე: Tools -> MobaKeyGen (SSH key generator).
დააჭირე ღილაკს Generate და ამოძრავე მაუსი ცარიელ ადგილას (ეს საჭიროა შემთხვევითი
მონაცემების შესაქმნელად).
გასაღები როცა შეიქმნება:
Public Key: დააკოპირე ის გრძელი ტექსტი, რომელიც ფანჯრის ზედა ნაწილში გამოჩნდა (იწყება
ssh-rsa-ით).
Private Key: დააჭირე Save private key და შეინახე შენს კომპიუტერზე (მაგ: my_key.ppk).
პაროლის (passphrase) დადება აუცილებელი არ არის, შეგიძლია გამოტოვო.
key passphrase: ----
Public Key:
Example
ssh-rsa AAAAB3NzaC1yc2EAAAADAQABAAABAQCC004lHrwHeoubnDFDZFcZidF84h3dwYmafcgUaT5/x0/
qGEtDR2wXlDeFVOsE60EaUu0OBVtlSlwKhqUuOuH4n9WFaVgJwZdpdyKyHCpBH/krULumPLu9DL5
+58b8L4Ok8uI72F2n+gkJpNrynDbd/9lW20G00hPyGEIEMDljQaMOrUz6QbiopDiuYmpRy4vSRy7
+PPy7NVv5okiAmHczZeybi3vPYOkTVXhYmdQq9IHoOgRPkk4e6cMuJuQoa9kjPhgERdmuFmlJ12KM27xSVX+R
+E0GD1hXq9B4mnrE1ivsZcYqJFvOFrc9mhEqdFcvsO3EQNm1Xwkcxg0WXeUL rsa-key-20260210
Public Key-ს დამატება Ubuntu სერვერზე¶
ახლა სერვერს უნდა "ვასწავლოთ" შენი გასაღები.
შედი სერვერზე (ჯერჯერობით პაროლით) MobaXterm-იდან. შექმენი სპეციალური დირექტორია და ფაილი:
Tip
Ctrl+X დაგეხმარება გახსნილი ფაილის დახურვაში
Ctrl+Y დაგეხმარება დასტურში ფაილის სახელზე
Enter უბრალოდ თანხმობა და ფაილი დაიხურება
აქ შეგიძლია გასაღების ჩაშვება
ჩასვი (Paste) ის ტექსტი, რომელიც წეღან MobaKeyGen-იდან დააკოპირე.შეინახე და გამოდი.
მიანიჭე ფაილს სწორი უფლებები:
MobaXterm-ის კონფიგურაცია¶
ახლა უნდა ვუთხრათ MobaXterm-ს, რომ ამ სერვერთან დაკავშირებისას გამოიყენოს შენი ფაილი.
MobaXterm-ში დააწკაპუნე მარჯვენა ღილაკით შენს სესიაზე (Session) და აირჩიე Edit session.
გადადი SSH settings ტაბში.
მონიშნე Use private key.
დააჭირე ლურჯ ხატულას და აირჩიე ის .ppk ფაილი, რომელიც ნაბიჯ 1-ში შეინახე.
დააჭირე OK.
შემოწმება¶
გათიშე მიმდინარე სესია და ხელახლა დაუკავშირდი სერვერს.
თუ ყველაფერი სწორად გააკეთე, სერვერი პაროლს აღარ მოგთხოვს და პირდაპირ ტერმინალში შეგიშვებს.
პაროლით შესვლის აკრძალვა¶
მოძებნე ეს ხაზი PasswordAuthenticationდა გადააკეთე ასე PasswordAuthentication no